რას ნიშნავს კურსზე სწავლების შერეული ფორმა, სად და როგორ ვისწავლი?
+
შერეული ფორმა — ანუ სწავლების ონლაინ და ოფლაინ ფორმატი — ნიშნავს, რომ კურსის თეორიულ სავალდებულო ნაწილს გაივლით პროფესიული სკოლა "ინტერსერვისი"-ს ელექტრონული პლატფორმის www.e-chef.ge მეშვეობით ონლაინ ფორმატში, ხოლო პრაქტიკულს — ოფლაინ (ანუ დასწრებულ) რეჟიმში თქვენთვის შემოთავაზებულ კვების ობიექტში.
რამდენი ხანი გრძელდება სწავლება?
+
სწავლის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება თქვენს მიერ არჩეულ კურსზე და საშინაო დავალებების შესრულებაზე.
რომელ საათზე ტარდება სწავლება და რა მოხდება, თუ ვერ მოვასწრებ ამ დროს დასწრებას?
+
სწავლება მიმდინარეობს თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს, თქვენს პირად კაბინეტში, აუდიო და ვიდეო გაკვეთილების შესწავლის მეშვეობითა და ტესტური დავალებების შესრულებით, ანუ მიდგომა მსმენელისადმი ინდივიდუალურია, ტარდება მისთვის ხელსაყრელ დროს.
თუ დაწყებისთანავე ვნახე, რომ ვერ დავძლევ სრულ კურსს, ანუ ის არ მაწყობს, შემიძლია თუ არა გადახდილი თანხის დაბრუნება?
+
დიახ. ვაბრუნებთ კურსის ღირებულების 90%-ს (საბანკო საკომისიოებისა და უკვე გაწეული ხარჯების გამოკლებით), თუ გადახდიდან გასულია არაუმეტეს 7 კალენდარული დღე და გავლილი გაქვთ გაკვეთილების არაუმეტეს 20%. მოგვწერეთ დამხმარე სამსახურში. დეტალები — მომსახურების პირობებში.
შესაძლებელია თუ არა კურსის ყურება iPad-ზე, სმარტფონზე iOS, Android და ა.შ.?
+
დიახ, კურსის გაკვეთილების ნახვა შეგიძლიათ ნებისმიერ მოწყობილობაზე, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, თქვენთვის მოსახერხებელ დროს. თუმცა, ზოგიერთი საშინაო დავალება მოითხოვს კომპიუტერის ან ნოუტბუკის გამოყენებას.
შემიძლია თუ არა კურსის შეკვეთა DVD-ზე ფოსტით ან გადმოტვირთვით?
+
არა, კურსი ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენს პირად კაბინეტში ონლაინ რეჟიმში. ამაში დიდი პლუსია, რადგან არ გჭირდებათ საკმაო მოცულობის მონაცემების ჩამოტვირთვა და სივრცის დაკავება თქვენს ტელეფონში, კომპიუტერში, ნოუტბუკში ან პლანშეტში.
ძალიან მინდა კურსის შესწავლა, მაგრამ არ ვცხოვრობ საქართველოში.
+
შეგიძლიათ ისარგებლოთ კურსით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ღირებულება გადაიხადოთ VISA/Mastercard-ით ან PayPal-ის მეშვეობით, ჩვენთან წინასწარ შეთანხმების შემდეგ.
როგორ ჩავეწერო არჩეულ კურსზე?
+
ამისათვის უნდა დარეგისტრირდეთ ჩვენს ელექტრონულ პლატფორმაზე www.e-chef.ge, შემდეგ გაიაროთ ავტორიზაცია, მერე დაუკავშირდეთ ადმინისტრატორს და შეიძინოთ არჩეული კურსი.
თუ დავრეგისტრირდი, შემიძლია სწავლის დაუყოვნებლივ დაწყება?
+
დიახ, შეგიძლიათ დაიწყოთ მაშინვე, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ კურსებზე წვდომა შესაძლებელი ხდება მხოლოდ სწავლების საფასურის გადახდის შემდეგ.
როგორ შემიძლია გადავიხადო ჩემს მიერ არჩეული კურსის ღირებულება?
+
თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ფორმით: გადარიცხვით, მიმდინარე ანგარიშზე გადახდის სახით, რაც მითითებულია საჯარო შეთავაზების (ოფერტის) გვერდზე. წინასწარი შეთანხმებით აგრეთვე შესაძლებელია ღირებულების ეტაპობრივი გადახდა. თუ დაგჭირდათ დამატებითი განმარტება, დაგვიკავშირდით თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი საშუალებით.
სწავლებისთვის საჭირო იქნება რაიმე სახელმძღვანელოს ან დამატებითი სასწავლო მასალის შეძენა?
+
სახელმძღვანელოები ან სხვა დამატებითი მასალების შეძენა არ დაგჭირდებათ. კურსზე ჩარიცხვის შემდეგ სასწავლო პროცესისთვის საჭირო ყველა მასალა მოგეწოდებათ ონლაინ ფორმატში კონტენტის, პოდკასტების, ვიდეო და PDF ფაილების სახით.
როგორია კურსების ხანგრძლივობა და რამდენი ხანი დასჭირდება, მაგალითად, მზარეულის ან სუ-შეფის კურსის გავლას?
+
ეს დამოკიდებულია საათების იმ რაოდენობაზე, რომელსაც ითვალისწინებს თქვენს მიერ არჩეული კურსი. ამიტომ უნდა დაგეგმოთ და გაითვალისწინოთ თითოეულ კურსზე მითითებული დრო. თუმცა ამ მხრივ თითოეული მსმენელის მიმართ მიდგომა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ დროს დაუთმობთ ყოველდღიურად სწავლას და რამდენად სწრაფად დაეუფლებით როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.
დადგენილია თუ არა კურსის დასრულების საბოლოო ვადა?
+
თითოეული კურსის ვადა იწურება რეგისტრაციის დღიდან მასში მითითებული ხანგრძლივობის მიხედვით. დიდი ალბათობით, მანამდე თქვენ აუცილებლად დაასრულებთ სწავლებას. თუმცა ამ ვადის გასვლის საკითხზეც ჩვენი მიდგომა ინდივიდუალურია და შეიძლება გაგრძელდეს.
როგორია სწავლების ფორმა და მეთოდიკა?
+
ნებისმიერი კურსი მიმდინარეობს ონლაინ და ოფლაინ შერეულ რეჟიმში, ზრდასრულთა სწავლების მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტის დევიდ კოლბის მეთოდოლოგიის შესაბამისად; ყველა კურსი ინტენსიურია, თეორია და პრაქტიკა შერწყმულია.
შესაძლებელია ერთდროულად ერთზე მეტი კურსის გავლა?
+
დიახ. პლატფორმა www.e-chef.ge იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მსმენელმა ერთდროულად გაიაროს ჩვენი ნებისმიერი კურსი.
შესაძლებელია თუ არა ფასდაკლების მიღება შემდგომ სასწავლო კურსზე ან ტრენინგზე?
+
დიახ. ამისათვის დაგვიკავშირდით თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი არხის მეშვეობით — ელ. ფოსტა, ტელეფონი და ა. შ. — და ჩვენ გაგაცნობთ შესაძლო ფასდაკლებებს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში.
დასრულების შემდეგ მივიღებ თუ არა სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატს?
+
დიახ. სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების და საცდელი პრაქტიკული დავალების შესრულების შედეგად კურსდამთავრებულს ეძლევა პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სერთიფიკატი გაიცემა ხელზე, აგრეთვე შესაძლებელია მისი გამოგზავნა ან შეთანხმებისამებრ ატვირთვა PDF ფორმატში.
რა დრო დასჭირდება სერტიფიკატის მიღებას კურსის დასრულების შემდეგ?
+
სერთიფიკატი შეიძლება გაიცეს ან აიტვირთოს კურსის დასრულების შემდეგ მეორე (სამუშაო) დღესვე.
კურსის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია თუ არა დასაქმების შესაძლებლობა?
+
სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულებს სთავაზობენ სამუშაოს პრაქტიკის გავლის ობიექტში; ყველაზე წარმატებულს ვუწევთ რეკომენდაციას ჩვენს პარტნიორ რესტორნებში. როგორც წესი, ყველა კურსდამთავრებული საქმდება.