კულინარიის პროფესიული სწავლება 2001 წლიდან

დაეუფლე მზარეულის პროფესიას

პროფესიასთან პირველი გაცნობიდან უნარებამდე, პრაქტიკამდე და სერტიფიკატამდე.

როგორ მიმდინარეობს სწავლა 
სკოლა, რომელშიც სწავლა პრაქტიკასთანაა შერწყმული

ეფექტური გზა პროფესიაში

სკოლის პროგრამა აერთიანებს თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ წრთვნას პროფესიულ გარემოში. დარწმუნებულები ვართ, რომ კულინარიის შესწავლა არ გულისხმობს მხოლოდ რეცეპტურის ცოდნას — მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების დაუფლება და პროფესიული აზროვნების განვითარებაც.

ეფექტური გზა პროფესიაში
პრაქტიკა რეალურ პროფესიულ გარემოში
14 კურსი
176 გაკვეთილი
80% პრაქტიკული მეცადინეობა
თეორია

კულინარიული ტექნოლოგიები, საკვების უსაფრთხოება, სამუშაოს ორგანიზება და პროფესიის სტანდარტები.

პრაქტიკა

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რა, არამედ რატომ და როგორ უნდა აკეთო.

სერტიფიკატი

შემაჯამებელი ტესტირება, სასანჯი სამუშაო და შესაბამისი სერტიფიკატი.

როგორ მუშაობს

მარტივად. პრაქტიკულად. შედეგიანად.

ნაბიჯი 01

დაისახე მიზანი

გსურს გახდე მზარეული-უნივერსალი, სუ-შეფი თუ მხოლოდ ცომეულის, სუშის ან სოუსების მზარეული.

ნაბიჯი 02

შეისწავლე და დაეუფლე

თეორია e-chef.ge პლატფორმაზე, პროფესიული უნარები სამზარეულოში — ნაბიჯ-ნაბიჯ აგებულია არჩეული გზა.

ნაბიჯი 03

მიაღწიე შედეგს

ცოდნა, უნარ-ჩვევები, სტაჟირება, სერტიფიცირება და დასაქმება.

სასარგებლო მასალები მზარეულებისა და რესტორატორებისთვის 

კითხვები

პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

მოკლე პასუხები ფორმატზე, ვადებზე და პირობებზე. სრული სია — ცალკე გვერდზე.

რას ნიშნავს კურსზე სწავლების შერეული ფორმა, სად და როგორ ვისწავლი?
შერეული ფორმა — ანუ სწავლების ონლაინ და ოფლაინ ფორმატი — ნიშნავს, რომ კურსის თეორიულ სავალდებულო ნაწილს გაივლით პროფესიული სკოლა "ინტერსერვისი"-ს ელექტრონული პლატფორმის www.e-chef.ge მეშვეობით ონლაინ ფორმატში, ხოლო პრაქტიკულს — ოფლაინ (ანუ დასწრებულ) რეჟიმში თქვენთვის შემოთავაზებულ კვების ობიექტში.
რამდენი ხანი გრძელდება სწავლება?
სწავლის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება თქვენს მიერ არჩეულ კურსზე და საშინაო დავალებების შესრულებაზე.
რომელ საათზე ტარდება სწავლება და რა მოხდება, თუ ვერ მოვასწრებ ამ დროს დასწრებას?
სწავლება მიმდინარეობს თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს, თქვენს პირად კაბინეტში, აუდიო და ვიდეო გაკვეთილების შესწავლის მეშვეობითა და ტესტური დავალებების შესრულებით, ანუ მიდგომა მსმენელისადმი ინდივიდუალურია, ტარდება მისთვის ხელსაყრელ დროს.
თუ დაწყებისთანავე ვნახე, რომ ვერ დავძლევ სრულ კურსს, ანუ ის არ მაწყობს, შემიძლია თუ არა გადახდილი თანხის დაბრუნება?
დიახ. ვაბრუნებთ კურსის ღირებულების 90%-ს (საბანკო საკომისიოებისა და უკვე გაწეული ხარჯების გამოკლებით), თუ გადახდიდან გასულია არაუმეტეს 7 კალენდარული დღე და გავლილი გაქვთ გაკვეთილების არაუმეტეს 20%. მოგვწერეთ დამხმარე სამსახურში. დეტალები — მომსახურების პირობებში.
შესაძლებელია თუ არა კურსის ყურება iPad-ზე, სმარტფონზე iOS, Android და ა.შ.?
დიახ, კურსის გაკვეთილების ნახვა შეგიძლიათ ნებისმიერ მოწყობილობაზე, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, თქვენთვის მოსახერხებელ დროს. თუმცა, ზოგიერთი საშინაო დავალება მოითხოვს კომპიუტერის ან ნოუტბუკის გამოყენებას.
დაგეხმარებით არჩევაში

არ იცი, რომელი პროგრამით დაიწყო?

მოგვწერე გამოცდილება და მიზანი — შეგირჩევთ შესაფერის სასწავლო გზას.