სასწავლო კურსი - ცომეულის მზარეული

750 ლარი
ყიდვა

ცომეულის კერძებისა და ნაწარმის თეორია და პრაქტიკა

სასწავლო კურსი წარმოადგენს
ცომეულის მომზადების ტექნოლოგიისა და რეცეპტურის შესწავლას თეორიასა და პრაქტიკაში
კურსის მიზანი

პროფესიული კომპეტენციების სრულყოფა ან ახალი სპეციალიზაციის დაუფლება მზარეულის პროფესიაში.


კურსის აღწერა 

თქვენ გექმნებათ შესაძლებლობა ქართული  და ზოგი სხვა ქვეყნის  სამზარეულოების მაგალითებზე  შეისწავლოთ ცომისგან საყოველთაოდ აღიარებული  კულინარული კერძებისა და ნაწარმის ტექნოლოგია და რეცეპტურა, რასაც ღირსეულად დააფასებენ თქვენი რესტორნის კლიენტები.

სწავლების შედეგად თქვენ შეძლებთ პროფესიონალიზმისა და გემოვნების მაღალი დონის დემონსტრირებას, იმისგან განსხვავებით, რაც  მომხმარებელთა ნაწილს  უკვე ნანახი და გასინჯული აქვს.

ამ მიზნის მისაღწევად უმოკლესი გზაა - თეორიული ცოდნის შეძენა ონლაინ ფორმატში და კერძების მომზადების დაუფლება რესტორნის პროფესიონალური  სამზარეულოს პირობებში შეფ-მზარეულის პირადი მეთვალყურეობის ქვეშ.

კურსის ამოცანები: კურსის მსვლელობისას თქვენ აღმოაჩენთ ტექნოლოგიის ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, რომლებსაც ადრე ხშირად არც ითვალისწინებდით ან შესაძლოა არ იცოდით მათ შესახებ.
თავიდან აიცილებთ შეცდომებს, თუ გაეცნობით სხვადასხვა სახის ცომის მომზადებას და მის შესაბამისობას კონკრეტულ კერძთან ან ნაწარმთან. შეისწავლით როგორ უნდა მოამზადოთ სხვადასხვა შიგთავსები.
გაერკვევით ისეთ ნიუანსებში, რომლებსაც ფლობენ  რესტორნის გამოცდილი მზარეულები.
თეორიული სწავლება: სასწავლო მასალა  წარმოდგენილი იქნება ონლაინ გაკვეთილების ფორმატში და ასევე გექნებათ შესაძლებლობა ყოველი გაკვეთილის შემდეგ პირადად შეამოწმოთ მიღებული ცოდნა.

სტაჟირება: მომუშავე მზარეულთათვის აუცილებელი არ არის.

სწავლება მიმდინარეობს დევიდ კოლბის მეთოდის მიხედვით

Left
Right
სწავლების ფორმატი

+ თეორიული ონლაინ სწავლების შესაძლებლობა ნებისმიერ ხელსაყრელ დროს
+ პრაქტიკული მეცადინეობები შეფ-მზარეულის ხელმძღვანელობით რეალურ რესტორანში
+ ცოდნის შემოწმება ტესტების მეშვეობით.

კურსის გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი ქართულ და ინგლისურ ენაზე

კურსის პროგრამა

ცომისგან კერძებისა და კულინარული ნაწარმის მომზადების ტექნოლოგია

I. ცომის სახეობები და მათი მომზადების მეთოდები.
II. ცომისგან კერძების მომზადება - ქართული სამზარეულოს ცნობილი ნიმუშების მაგალითზე.

- ხინკალი

- ხაჭაპური

- აჭარული ხაჭაპური

- აჩმა

- კუბდარი

შემფასებელი ტესტი 

III. სხვა ქვეყნების სამზარეულოების ცომეულის მაგალითები.

შემფასებელი ტესტი


აუცილებელი პირობა - უნდა გაიაროთ (შედის კურსის საფასურში) - პროფესიული კურსი მზარეული II ნაწილი

750 ლარი
ყიდვა
Write Close