სასწავლო კურსი - სუშის მზარეული
 

სასწავლო კურსი - სუშის მზარეული

300 ლარი
ყიდვა

სუშის და როლების წარმოების თეორია და პრაქტიკა

პროგრამა     

სასწავლო კურსი  - სუშის მომზადების ტექნოლოგია
კურსის აღწერა

კურსის მიზანი

კურსის გავლის დროს თვით აღმოაჩენთ ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში არც ითვალისწინებდით ან, შესაძლოა, არც იცოდით მათ შესახებ.

თავიდან აიცილებთ შეცდომებს, როცა შეიტყობთ ყველაფერს პროდუქტის შერჩევის, ჭრის და შემზადების შესახებ.

შეიტყობთ საიდუმლოებებს, რომლებსაც ფლობენ მხოლოდ სუში -ბარებისა და რესტორნების გამოცდილი შეფ-მზარეულები

ისწავლით სწორად როგორ მოამზადოთ  ბრინჯი და სოუსები მისთვის.

აგრეთვე   ყველაფერს ”ინსტრუმენტების შესახებ“, რომლებსაც იყენებენ სუშის მომზადებისას.

 თუ მართლაც გსურთ გაიგოთ როგორ უნდა ამზადოთ როლები პროფესიონალურად და გემოვნებით - მაშინ სწორად შეგირჩევიათ სწავლების ადგილი.

მოთხოვნები ამ კურსის შესწავლისათვის

- მზარეულის საწყისი მომზადება არ მოითხოვება


კურსის სასწავლო მასალები
ყველა მასალას მოგაწვდით გაკვეთილების აუდიო და ვიდეო ფორმატში, აგრეთვე  მოგეცემათ ცოდნის ტესტური თვითშემოწმების შესაძლებლობაც.
სწავლის ფორმა:

კურსის აღწერა:

ეს კურსი გაძლევთ შესაძლებლობას შეისწავლოთ სუშის წარმოება ხარისხის ახალი სტანდარტების შესაბამისად, რაც აქტუალურია, ვინაიდან  მომხმარებლები უკვე იწყებენ პროდუქციის შეფასებას და ბაზარზე მოხდება სუშის  მწარმოებელთა ბუნებრივი შერჩევა.

და სწორედ ახლა გადაწყდება - ვინ შესთავაზებს მომხმარებელს გემოვნების მაღალ დონეს და არა იმას, რასაც კლიენტები ხშირად ხედავენ როლების შეკვეთისას.

ლამაზი და გემრიელი როლების მომზადების შესწავლის უმარტივესი გზაა, როცა პირადად მოამზადებთ მათ რესტორნის პროფესიონალურ მოწყობილობაზე, შეფ მზარეულის პირადი მეთვალყურეობის ქვეშ.
სტაჟირება: 
მომუშავე მზარეულთათვის აუცილებელი არ არის.
Left
Right
რას გთავაზობთ?

+ თეორიული ონლაინ სწავლების შესაძლებლობა ნებისმიერ ხელსაყრელ დროს
+ პრაქტიკული მეცადინეობები შეფ-მზარეულის ხელმძღვანელობით რეალურ რესტორანში
+ ცოდნის შემოწმება ტესტების მეშვეობით
+ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი
კურსის პროგრამა


კურსის სტუქტურა

კურსი შედგება დამხმარე და ძირითადი მოდულებისგან

მოთხოვნები ამ კურსის შესწავლისათვის - აუცილებელია გავლილი გქონდეთ 

პროფესიული კურსი მზარეული II ნაწილი

I. სასწავლო კურსის დამხმარე (სავალდებულო) მოდული.

1. კულინარიული პროდუქციის უვნებლობის მოთხოვნები -HCCP წესების სისტემა.

2. სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ნორმები საზოგადოებრივი კვების ობიექტებში.

3. მზარეულის შრომის უსაფრთხეობის ძირითადი მოთხოვნები და წესები.

 

II. ძირითადი მოდული - სუშის მომზადების ტექნოლოგია

გაკვეთილი 1. შესავალი სასწავლო კურსში

·         იაპონია - სურსათის თვალსაზრისით.

·         იაპონური სამზარეულო - მიმოხილვა. სუშის ისტორია.

·         სუშის საყოველთაოდ აღიარებული სახეობები.

გაკვეთილის შემფასებელი ტესტი

გაკვეთილი  2. სუშის მომზადებისათვის გამოსაყენებელი ძირითადი ინგრედიენტები.

·         ბრინჯი.

·         თევზი.

·         ზღვის არათევზეული პროდუქტები.

·         ახალი ბოსტნეული.

·         ნაღების ყველი.

·         ტკბილი ომლეტი.

·         ზღვის მცენარეები.

·         სოიოს სოუსი.

·         ვასაბი. 

·         ძმარი.

·         მარინადში ჩადებული კოჭა.

გაკვეთილის შემფასებელი ტესტი

 

გაკვეთილი 3.  ნედლეულის დამუშავება სუშის მოსამზადებლად.

·         ბრინჯის შერჩევა (ორგანოლეპტიკა) და წინასწარი დამუშავება.

·         თევზის შერჩევის პრინციპები და კრიტერიუმები.

გაკვეთილის შემფასებელი ტესტი

 

გაკვეთილი 4 . ინგრედიენტების მომზადება სუშისთვის.

·         ბრინჯის მომზადების მეთოდები.

·          თევზის ფილეს მომზადების ხერხები.

·         თევზის დაჭრის ძირითადი ხერხები.

- გაკვეთილ ის შემფასებელი ტესტი

 

გაკვეთილი 5.  სუშის ზოგიერთი აღიარებული, კლასიკური ნიმუშების მომზადების  რეცეპტურა და ტექნოლოგია.

·         ნიგირი - სუში

·         მაკი - სუში, ე.ი.ხოსომაკი, კაპამაკი როლების მომზადება.

·         როლები ორაგულით -  საკემაკი

·         „უკუღმა ამობრუნებული“ როლები - საკამაკი.

·         სუში გუნკან მაკიძუსი. ჩუკა გუნქანი.

·         კოჭას მარინადში ჩადება.

·         სუშის სხვა სახეობების  მომზადების შესწალა - პრაქტიკის პროცესში, სპეცილაზებულ კვების ობიექტებში.

·         სუშის მომზადების ზოგიერთი საიდუმლო.

·         მოთხოვნები სუშის ხარისხის მიმართ.

 

- გაკვეთილის შემფასებელი ტესტი

 

გაკვეთილი 6. სუშის მოსამზადებლად საჭირო მოწყობილობები და ინვენტარი.

·         აღჭურვილობა - თევზსაწმენდი მანქანები, ბრინჯსახარშები, გასტრონომიული პროდუქტების დაჭრის მანქანა,სლაისერები.

·         ინვენტარი - ჰანგირი; სამოძი; უტივა; მანაიტა; მაკისუ; დანების ძირითადი სახეობები -  დება-ბოტე, ნაკირი-ბოტე, სასიმი-ბოტე; შამფურები - კუსი; კარბურიზაციის სპეციალური ფორმები.

- გაკვეთილის შემფასებელი ტესტი

 

გაკვეთილი 7.  სუშის მიწოდებისა და სერვირების წესები.

·         ჭურჭლის შერჩევა სუშის მიწოდებისა და სუფრის სერვირებისთვის  (3-დან - 20 საგნამდე):  ფაიფურის ჭურჭელი კაისეკისთვის (ბანკეტი); ხის ჭურჭელი, ლაკირებული ჭურჭელი;  ნაკრებების ძირითადი ელემენტები: დიდი ლანგარი  - საშიმი ბუნ, ლანგარები როლებისთვის -  ტამა - დაი, ჭურჭელი სანელებლებისთვის - სიტიმი და  სეიუზარუ ,  ტემაკი-დაი; კოლოფები ბენტო; თეფშები/საინები ,ფირფიტები, საკეს ფინჯანი; ჩხირები - ჰასი/საიბასი/ვარისაბი; სადგამი ჰასისთვის  - ხასიოკი, სადგამი ტემაკის მოწოდებისთვის.

- გაკვეთილის შემფასებელი ტესტი

 

გაკვეთილი 8.  სუშის და როლების მიწოდების სტილი.

- ძირითადი პრინციპები: ფორმის ჰარმონია; ფერის ჰარმონია; კენტი რაოდენობა; სერვირებისას -კონტრასტის სილამაზე,  ასიმეტრია და მოჩვენებითი ქაოსი, "ცარიელი სივრცის სილამაზე"

- მიწოდების სტილის ვარიანტები:

სუშის რეკომენდირებული  თანხლება

- სასმელი, რომელიც ტრადიციულად  მიეწოდება სუშის მირთმევის დროს: მწვანე ჩაი, მცენარეული ჩაი, საკე, ქლიავის ღვინო.

გაკვეთილის შემფასებელი ტესტი

 

300 ლარი
ყიდვა

Write Close